კალკულატორი
მიწის სამუშაოების კალკულატორი
შეიყვანეთ ზომები და გაიგეთ სამუშაოს მოცულობა, წონა და სატვირთოს რეისების რაოდენობა. დარეკვამდე გეცოდინებათ, რა მასშტაბის სამუშაოა.
ხშირად დასმული კითხვები
რატომ ამოდის მეტი მიწა, ვიდრე ქვაბულის მოცულობაა?
ამოღებისას გრუნტი ფხვიერდება და მოცულობაში იზრდება, ამიტომ 100 კუბი ქვაბულიდან დაახლოებით 130 კუბი გასატანი მიწა გამოდის.
რატომ მჭირდება მეტი ბალასტი, ვიდრე ფენის მოცულობაა?
დატკეპნისას ბალასტი 10-15%-ით იჯდება, ამიტომ მზა ფენაზე ცოტა მეტი უნდა შემოიტანოთ.
რომელი სატვირთოს მიხედვით ითვლის კალკულატორი?
Howo-ს მიხედვით, რომელიც ერთ რეისზე დაახლოებით 16-17 კუბ მიწას ან 19 კუბ ბალასტს ზიდავს.
რატომ არ ჩანს ფასი?
ფასი დამოკიდებულია მანძილზე, მისასვლელ გზაზე და ობიექტის პირობებზე. ზუსტ ფასს ობიექტის შეფასების შემდეგ გეტყვით.
გათვლის საფუძველი: მიწის გაფხვიერება ×1,3, ნაყარი მიწა ~1,2 ტ/მ³; ბალასტი (მდინარის ქვიშა-ხრეში) ~2,2 ტ/მ³, დატკეპნის მარაგი ×1,15; ჩაყრილი მიწის ჯდომა ×1,1.